COVID19
რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბორჯომში დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 319 გახდა. ერთ დღეში ვირუსი 33 მოქალაქეს დაუფიქსირდა, აქედან 2 ადიგენში, 5 ასპინძაში, 5 ახალციხეში, 6 ახალქალაქში, 12 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 107 პაციენტი. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 10 128. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 717 პირი, აქედან ადიგენი - 59, ასპინძა - 47, ახალციხე - 97, ახალქალაქი - 303, ბორჯომი - 94, ნინოწმინდა - 117 პირი. 

რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაა 106. 

28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთში აიცრა 325 პირი. სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობაა 32 257.
| Print |