COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 33 ახალი შემთხვევა, აქედან 4 ადიგენში, 2 ასპინძაში, 6 ახალციხეში, 7 ახალქალაქში, 5 ბორჯომსა და 9 ნინოწმინდაში. 

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 387 გახდა.

კოვიდ კლინიკაში 119 პაციენტი მკურნალობს. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 31 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 159 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 593 პირი, აქედან ადიგენი - 49, ასპინძა - 52, ახალციხე - 105, ახალქალაქი - 224, ბორჯომი - 88, ნინოწმინდა - 75 პირი.

ერთ დღეში აიცრა 265 პირი, სულ რეგიონში ჩატარდა 32 852 აცრა. 

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს 107 პირი ემსხვერპლა.
| Print |