30 კოვიდგარდაცვლილი - 3 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა 30 პაციენტი, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია. სულ ქვეყანაში კორონავირუსს 9068 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1877 ინფიცირებული.
ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 4.94%-ს შეადგენს.
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში ფილტვების 18-ქულიანი დაზიანებით ორი კვირის წინ მოათავსეს.
ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.