COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 638 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 469, ქვემო ქართლი - 125, შიდა ქართლი - 100, გურია - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241, კახეთი - 324, მცხეთა-მთიანეთი - 40, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 626 058-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.

კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 959 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი.

633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 პირი.
| Print |