COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 814 პირი.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 631 563-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52. 

ამ ეტაპზე 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 945 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.

667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |