COVID19
რეგიონში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომში გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 852 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში დაფიქსირდა 33 ახალი შემთხვევა, აქედან 6 ადიგენში, 4 ასპინძაში, 5 ახალციხეში, 3 ახალქალაქში, 12 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაში.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 124 პაციენტი, ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 53 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10 690 გახდა.

რეგიონში სულ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაა 114.

ერთ დღეში აიცრა 10 მოქალაქე და სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 33 871.

თვითიზოლაციაში იმყოფება 797 პირი, აქედან ადიგენი - 89, ასპინძა - 117, ახალციხე - 171, ახალქალაქი - 255, ბორჯომი  - 120 და ნინოწმინდა - 45 პირი.
| Print |