"ორ თვეში ჩვენი ქვეყნის 2 000-ზე მეტ მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი” - ბიძინა კულუმბეგოვი
ინფიცირებულთა რაოდენობის ნახტომისებურ ზრდას, სოციალურ ქსელში ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი თქმით, ცივილიზებული საზოგადოების არჩევანი ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტია, ჩვენი კი იმუნიტეტის ბუნებრივი გზით მიღწევა.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი!
ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი!
შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი
პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით!
გააკეთე არჩევანი სიცოცხლისთვის!“- წერს იმუნოლოგი სოციალურ ქსელში.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.