COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.

კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 053 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 250 პირი.

803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 24 687 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.
| Print |