საქართველოში კოვიდ19-ით რეინფიცირების 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 9-დან 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს შეზღუდვების შემოღებას ეპიდსიტუაციის მიხედვით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 640 358 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, ბოლო 24 საათში — 4 775. სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა (როგორც პირველი, ისე მეორე დოზით).