96 ახალი ინფიცირებული და 50 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. გასული 24 საათის განმავლობაში 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 13 ადიგენში, 8 ასპინძაში, 18 ახალციხეში, 15 ახალქალაქში, 36 ბორჯომსა და 6 ნინოწმინდაში.
რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 11 045 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 132 პაციენტი მკურნალობს.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 10 796-მდე.
ერთ დღეში ჩატარდა 129 აცრა, სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 34 061.
რეგიონში სულ კორონავირუსის დიაგნოზით 115 პაციენტი გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 759 პირი, აქედან ადიგენი - 100, ასპინძა - 121, ახალციხე - 169, ახალქალაქი - 199, ბორჯომი - 146, ნინოწმინდა - 24 პირი.