COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 1 272, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი - 702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33  შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 649 407-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 982 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 607 563.

კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 370 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, პაციენტია 1 088 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 249 პირი. 

889 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 მოქალაქე.
| Print |