სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ახალციხეში გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 428 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 40 ახალი შემთხვევა, აქედან ადიგენში - 5, ახალციხეში - 15, ასპინძაში - 5, ახალქალაქში - 11, ბორჯომში - 3 და ნინოწმინდაში - 1.
კოვიდ კლინიკაში 155 პაციენტი მკურნალობს.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 11 124.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1099 პირი, აქედან ადიგენი - 171, ასპინძა - 106, ახალციხე - 241, ახალქალაქი - 388, ბორჯომი - 138, ნინოწმინდა - 55 პირი.
რეგიონში ვირუსით გარდაიცვალა 115 პაციენტი.
ერთ დღეში აიცრა 113 მოქალაქე. სულ რეგიონებში ჩატარებული აცრების რაოდენობაა - 36 200.