COVID19
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 5739 -ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2082 პირი.

გუშინ საქართველოში 56 555 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც:

5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.
| Print |