COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 411 შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა - 111, იმერეთი - 827, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181.

კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 367 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი.

1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 41 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 მოქალაქე.
| Print |