COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა - 143, იმერეთი - 777, ქვემო ქართლი - 287, შიდა ქართლი - 306, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 669, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 507 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688.

კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 427 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი.

1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 43 068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 268 პირი.
| Print |