COVID19
ერთ დღეში, ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა , აქედან ადიგენში 5, ასპინძაში - 2, ახალციხეში - 24, ახალქალაქში - 7, ბორჯომში - 8 და ნინოწმინდაში - 2. 

რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობაა 12 054. 

კოვიდ კლინიკაში 155 პაციენტი მკურნალობს. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 89 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 11 605. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 993 პირი, აქედან ადიგენი - 163, ასპინძა - 99, ახალციხე - 197, ახალქალაქი - 251, ბორჯომი - 149, ნინოწმინდა - 134. 

რეგიონში ვირუსს 118 პირი ემსხვერპლა. 

სამცხე-ჯავახეთში სულ 36 880 აცრაა ჩატარებული.
| Print |