COVID19
კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.97%.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 639 564.

კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა - 179, იმერეთი - 933, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 378, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 658, მცხეთა-მთიანეთი - 166, სამცხე-ჯავახეთი - 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.
| Print |