სომხეთში კორონავირუსის 2 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 189-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 302 450 პირი დაინფიცირდა, 264 678 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, სომხეთში, ამ დრომდე, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 7.1%. ქვეყანაში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“, „სპუტნიკის“, „სინოფარმის“, „კორონავაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.