COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში 1 663 შემთხვევა, აჭარა - 154, იმერეთი - 871, ქვემო ქართლი - 324, შიდა ქართლი - 324, გურია - 118, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 316, კახეთი - 577, მცხეთა-მთიანეთი - 83, სამცხე-ჯავახეთი -133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 715 865-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.

კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 6 377 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 593 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი. 

1 086 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 43 244 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 404 ადამიანი.
| Print |