სომხეთში პირბადის ტარება ღია სივრცეში ისევ სავალდებულო გახდა
სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, დღეიდან, პირველი ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია საზოგადოებრივ სივრცეებში ისევ სავალდებულო გახდა.
პირბადის სავალდებულო ტარება ღია სივრცეში სომხეთში ივნისში გაუქმდა, თუმცა მას შემდეგ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების და ლეტალობის მაჩვენებელი ქვეყანაში რამდენჯერმე გაიზარდა.
სომხეთში ვაქცინაციის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.
ფაშინიანი სიტუაციის გამოსწორებას სწორედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაში და პირბადის სავალდებულო ტარებაში ხედავს.