COVID19
აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ასაკია - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99% აუცრელი იყო.

კითხვაზე, რა არის აცრილი ადამიანების გარდაცვალების მიზეზი, იმნაძე ამბობს, რომ ასაკი.

„გარდაცვლილებში 99% აუცრელია, 1% არის, ვინც ორჯერ აცრილი იყო, ეს არის 57 ადამიანი - პირველი არის ასაკი. ჩემს ასაკში კვდებიან პირველ რიგში“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
| Print |