სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 13 332 გახდა. ერთ დღეში, რეგიონში 119 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ადიგენი - 27, ასპინძა - 12, ახალციხე - 35, ახალქალაქი - 18, ბორჯომი - 22 და ნინოწმინდა - 5.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 168 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა სამი პაციენტი, აქედან ერთი ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 74 წლის მამაკაცი, ორი კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 54 და 81 წლის მამაკაცები.
რეგიონში კორონავირუსით სულ 127 პირია გარდაცვლილი.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 143 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 12 800.