სამცხე-ჯავახეთის ანტირეკორდი - რეგიონში ერთ დღეში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ადიგენი - 49, ასპინძა - 13, ახალციხე - 72, ახალქალაქი - 26, ბორჯომი - 44 და ნინოწმინდა - 6.
სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 13 953 გახდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 163 პაციენტი მკურნალობს.
ერთ დღეში, გამოჯანმრთელდა 149 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 499-ია.
რეგიონში ვირუსს 128 პირი ემსხვერპლა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 264 პირი, აქედან ადიგენი - 323, ასპინძა - 95, ახალციხე - 335, ახალქალაქი - 286, ბორჯომი - 154, ნინოწმინდა - 71.
ერთ დღეში აიცრა 91 პირი. რეგიონში სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 38 156.