COVID19
სამცხე-ჯავახეთის ანტირეკორდი - რეგიონში ერთ დღეში, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ადიგენი - 49, ასპინძა - 13, ახალციხე - 72, ახალქალაქი - 26, ბორჯომი - 44 და ნინოწმინდა - 6. 

სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 13 953 გახდა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 163 პაციენტი მკურნალობს. 

ერთ დღეში, გამოჯანმრთელდა 149 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 499-ია. 

რეგიონში ვირუსს 128 პირი ემსხვერპლა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 264 პირი, აქედან ადიგენი - 323, ასპინძა - 95, ახალციხე - 335, ახალქალაქი - 286, ბორჯომი - 154, ნინოწმინდა - 71. 

ერთ დღეში აიცრა 91 პირი. რეგიონში სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 38 156.
| Print |