COVID19
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 508 პირი.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 445 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 775 826-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.75%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 708 820.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 816 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 704 შემთხვევა, აჭარა - 124, იმერეთი - 868, ქვემო ქართლი - 321, შიდა ქართლი - 431, გურია - 91, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 283, კახეთი - 314, მცხეთა-მთიანეთი - 115, სამცხე-ჯავახეთი - 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 164, საიდანაც 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 1 657 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი.

1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 50 782 ტესტი ჩატარდა.
| Print |