COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 133 გახდა. ერთ დღეში, რეგიონში ვირუსს ოთხი პირი ემსხვერპლა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა 66 წლის ქალი, 72 და 68 წლის მამაკაცები. ასპინძის მუნიციპალიტეტში კი 75 წლის მამაკაცი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში პაციენტების განსათავსებლად ადგილი აღარ არის.

| Print |