COVID19
კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ახალციხეში გამოვლინდა
ერთ დღეში, საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, 148 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. აქედან ადიგენში - 32, ასპინძაში - 9, ახალციხეში - 51, ახალქალაქში - 18, ბორჯომში - 31 და ნინოწმინდაში - 7. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 14 205 გახდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის კოვიდ კლინიკებში 169 პაციენტი მკურნალობს.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 137 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 779-ია.

რეგიონში აიცრა 151 პირი, სულ ჩატარებული აცების რაოდენობაა 38 471.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 624 პირი, აქედან ადიგენი - 322, ასპინძა - 121, ახალციხე - 264, ახალქალაქი - 501, ბორჯომი - 229, ნინოწმინდა - 187.
| Print |