COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რიცხვი 138-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 565 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 780 391-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 711 105.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 894 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა - 151, იმერეთი - 810, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 355, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 413, კახეთი - 318, მცხეთა-მთიანეთი - 146, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.
| Print |