COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 82 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი.

ახალი შემთხვევებიდან 39 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 6 017 პირი.

გუშინ საქართველოში 20 166 ტესტი ჩატარდა.

14 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.97% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.52%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 722 399.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 82 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 057 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -10.
| Print |