COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 320 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 637 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი.


თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.


გუშინ საქართველოში 50 026 ტესტი ჩატარდა.
| Print |