საქართველოში კორონავირუსის 4318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 318 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 808 889-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 457 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 743 927.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 422 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 809, ქვემო ქართლი - 279, შიდა ქართლი - 360, გურია - 98, სამეგრელო - ზემო სვანეთი -295, კახეთი - 303, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 184, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 55.
ამ ეტაპზე 6 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. თვითიზოლაციაში იმყოფება 45 880 ადამიანი.