საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი.
გუშინ საქართველოში 22 012 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 861 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 350, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 104, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი -115, კახეთი - 92, მცხეთა-მთიანეთი - 51, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 289 საიდანაც:
6 708 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 693 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, 1 123 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
39 458 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 389 ადამიანი.