ახალციხეში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 15 379 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 47 ახალი შემთხვევა, აქედან ადიგენი - 6, ასპინძა - 1, ახალციხე - 28, ახალქალაქი - 3, ბორჯომი - 6 და ნინოწმინდა - 3.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 169 პაციენტი მკურნალობს. ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 121 პირი.
ერთი პაციენტი - 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტში. რეგიონში ვირუსით სულ 137 პირია გარდაცვლილი.
ერთ დღეში აიცრა 102 პირი, სულ რეგიონში ჩატარებული აცრის რაოდენობაა 39 956.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1600 პირი, აქედან ადიგენი - 397, ასპინძა - 94, ახალციხე - 268, ახალქალაქი - 547, ბორჯომი - 80, ნინოწმინდა - 214.