COVID19
კოვიდ 19 აცრილების დაავადება უკვე აღარ არის - ოქსფორდის მეცნიერი
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერის ენდრიუ პოლარდის განცხადებით, კორონავირუსი ვაქცინირებული ადამიანების დაავადება უკვე აღარ არის.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები კორონავირუსის დელტას ვარიანტი აგრძელებს ათასობით ადამიანის ინფიცირებას, სრულად აცრილი ადამიანების უმეტესობას ინფიცირების შემდეგ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

„ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება როგორც ჩუმი ეპიდემია, რომლით დაინფიცირების შემდეგაც დაავადებულები სუნთქვისთვის იბრძვიან, თუმცა ამჟამად დაავადების ამგვარი სიმპტომები, ძირითადად, არავაქცინირებულ ადამიანებში გვხვდება. ზოგადად, კორონავირუსი აღარ არის ვაქცინირებულის დაავადება, ვაქცინები მის დამანგრეველ შედეგებს ზღუდავენ“, - განაცხადა ოქსფორდის მეცნიერმა.

ბრიტანელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ბუსტერ დოზების გაკეთებისა და დელტა ვარიანტისგან ხალხის მასობრივი გამოჯანმრთელების შემდეგ ჩამოყალიბებული ძლიერი იმუნიტეტი ევროპის ქვეყნებს დაეხმარება, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას თავი მაქსიმალურად დააღწიონ.
| Print |