COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა 142 გახდა.

ერთ დღეში, რეგიონში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, აქედან ასპინძის მუნიციპალიტეტში 61 წლის ქალი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 83 წლის მამაკაცი, ახალციხის მუნიციპალიტეტში 50 წლის ქალი და ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80 წლის ქალი.

ერთ დღეში რეგიონში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 14 ადიგენში, 5 ასპინძა, 54 ახალციხეში, ხუთი ახალქალაქში, 13 ბორჯომსა და ორი ნინოწმინდაში.

სულ ინფიცირებულთა რაოდენობაა - 15 671.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდ კლინიკებში 161 პაციენტი მკურნალობს.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 15 303.

ერთ დღეში აიცრა 56 პირი, სულ რეგიონში 40 306 აცრა ჩატარდა.

| Print |