COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 804 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა - 184, იმერეთი - 822, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 428, გურია - 86, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 326, კახეთი - 311, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 670 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, 38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 52 987 ტესტი ჩატარდა.
| Print |