COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 742 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 534 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 811 შემთხვევა, აჭარა - 176, იმერეთი - 829, ქვემო ქართლი - 265, შიდა ქართლი - 370, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 356, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 111 საიდანაც: 6 574 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 660 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, 1 166 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

39 371 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 781 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 51 756 ტესტი ჩატარდა.
| Print |