საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი.
დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458.
ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა - 164, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 225, შიდა ქართლი - 354, გურია - 137, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333, კახეთი - 257, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.