კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 3333-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 052 პაციენტი.
დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 36 951-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 617, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 254, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 178, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.