საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158.
კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა - 186, იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი - 128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც:
6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 674 პირი.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი, 1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.