COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 295 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 731 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 491 შემთხვევა, აჭარა - 172, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 196, შიდა ქართლი - 327, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 328, კახეთი - 199, მცხეთა-მთიანეთი - 86, სამცხე-ჯავახეთი - 146, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 163 საიდანაც:

6 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 674 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, 1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 319 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 50 626 ტესტი ჩატარდა.
| Print |