COVID19
რით განსხვავდება კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი "ომიკრონ" შტამისგან?
„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ, - ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა.

ექიმმა პაციენტების უმრავლესობაში შენიშნა სიმპტომი, რომელიც „დელტა“ ვარიანტისთვის დომინანტური არაა.

ის ამ შტამით ინფიცირებულ 30-მდე პაციენტს მკურნალობდა და დაადგინა, რომ მათში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.

კუტზის თქმით, თავის ტკივილი მსუბუქი ფორმით ვლინდება, ასევე, აღსანიშნავია ყელის ტკივილიც.

ამასთან, მის მიერ შესწავლილი პაციენტებიდან, „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებულებისგან განსხვავებით, არცერთს არ დაუკარგავს გემოს შეგრძნება ან ყნოსვა. გარდა ამისა, არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა ჟანგბადის დონის მკვეთრი ვარდნა.

მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტის შემთხვევაში, შესაძლოა, არსებული კოვიდვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს ომიკრონს „შემაშფოთებელი“ უწოდა.

კორონავირუსის ახალ ვარიანტში სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა.
| Print |