COVID19
ადიგენში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
ქვეყანაში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 134 სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა, აქედან ადიგენი - 20, ასპინძა - 10, ახალციხე - 58, ახალქალაქი - 23, ბორჯომი - 18 და ნინოწმინდა - 5.

რეგიონის კოვიდკლინიკებში 179 პაციენტი მკურნალობს.

ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზით ადიგენში მცხოვრები 83 წლის ქალი გარდაიცვალა.

სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 158 გახდა. გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი.

ერთ დღეში აიცრა 207 მოქალაქე, სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობაა 42 305.
| Print |