COVID19
3410 ინფიცირებული - 5 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3410 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

stopcov.ge - ზე გავრცელებული მონაცემების თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4732 პაციენტი.

გასული დღე ღამის განმავლობაში ჩატარდა 37 717 ტესტი.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 327.
| Print |