COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 113-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 328 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 011 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 317 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 509 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 871 580-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.52% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 042 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 813 872.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 466 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 871 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 804, ქვემო ქართლი - 269, შიდა ქართლი - 343, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 366, კახეთი - 258, მცხეთა-მთიანეთი - 148, სამცხე-ჯავახეთი - 113, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
| Print |