COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 542 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 827 676.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 695 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 542 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 187, იმერეთი - 558, ქვემო ქართლი - 182, შიდა ქართლი - 251, გურია - 85, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 154, მცხეთა-მთიანეთი - 117, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 560 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, 38 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

| Print |