SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
COVID19
რა შეიძლება იყოს COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი - მეცნიერთა ნაწილის კვლევა
მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ COVID-19-ის აცრის შემდეგ თრომბის ჩამოყალიბების მიზეზი დადგენილია. აღნიშნული კვლევა იძლევა იმედს, რომ მოდიფიცირებულ პრეპარატებს ეს გვერდითი მოვლენები არ ექნებათ. მეცნიერთა მტკიცებულებები და მათი მოსაზრებები Deutsche Welle -მ წარმოადგინა.

რა დაადგინა მკვლევართა ჯგუფმა?

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული, შესაძლოა, დაადგინა, თუ რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს თრომბოზი AstraZeneca-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინების გაკეთების შემდეგ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოთ ხსენებული პრეპარატებით აცრის შემდეგ ზოგ შემთხვევაში ახალგაზრდებს თრომბი უყალიბდებათ, 2021 წლის მარტში გავრცელდა. ამის საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეზღუდა და ის მხოლოდ ხანდაზმულებისთვის დაუშვა.

უკვე რვა თვის შემდეგ კი, ამ ვაქცინების შემსწავლელმა მკვლევრებმა შედეგები გამოაქვეყნეს. აღნიშნულმა მასალებმა რეცენზირების პროცესი უკვე გაიარა. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ვექტორულ ვაქცინებს შეუძლიათ მოიზიდონ პროტეინი, რომელიც იმუნურ პასუხს იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, აპროვოცირებს პოტენციურად საშიშ პროცესს, რომელსაც სისხლის შედედება ეწოდება.

თრომბოზი: იშვიათი, თუმცა საშიში სიტუაცია

„ვაქცინით გამოწვეული იმუნური თრომბოზული თრომბოციტოპენია ასევე ცნობილი, როგორც თრომბოზი თრომბოციტოპენიის სინდრომით, არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებზე“, - წერენ მკვლევრები პრესრელიზში.

რამდენად იშვიათია ეს მოვლენა, ამის თვალსაჩინო მაგალითია სტატისტიკური მონაცემები. 2021 წლის ოქტომბერში ბრიტანეთის გულის ფონდმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ვაქცინის 24,9 მილიონი პირველი დოზის და 24,1 მილიონი მეორე ინექციის გაკეთების შედეგად თრომბოზის 423 შემთხვევა გამოვლინდა. ამ 423 ადამიანიდან 72 გარდაიცვალა. სიკვდილის 6 შემთხვევა ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების შემდეგ დაფიქსირდა. გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი გერმანიასა და ავსტრალიაშიც.

რა კავშირშია ვირუსული ვექტორი?

Oxford-AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებში ვირუსული ვექტორის ტექნოლოგიაა გამოყენებული. კარდიფის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ სისხლის შედედება გამოწვეულია "სწორედ ვირუსული ვექტორით - მოცემულ შემთხვევაში ადენოვირუსით, რომელიც კორონავირუსის გენეტიკური მასალის უჯრედებში გადასატანად გამოიყენება და თრომბოციტულ ფაქტორ 4-თან ( PF4) მისი დაკავშირების გზით“.

ადენოვირუსები გავრცელებული ვირუსებია, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებას იწვევს. მაგალითად, ყელის ტკივილით დაწყებული, კონიუნქტივიტით დასრულებული. მათ ასევე იყენებენ როგორც გადამზიდავებს- ვაქცინებში სატრანსპორტო საშუალებებს. ისინი გვეხმარებიან, რომ ჩვენს იმუნურ სისტემას ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა ამ უკანასკნელმა იცოდეს, თუ რა არის კორონავირუსი და მისი დამარცხება შეძლოს. ამ შემთხვევაში მათ „ვირუსულ ვექტორებს“ უწოდებენ.

მეცნიერთა აზრით, „ძალიან იშვიათ შემთხვევაში ვირუსულ ვექტორს შეუძლია სისხლში შეაღწიოს და დაუკავშირდეს PF4-ს, სადაც იმუნური სისტემა მას უცხოდ აღიქვამს“. მკვლევრები თვლიან, რომ ასეთმა არასწორმა იმუნიტეტმა შეიძლება გამოიწვიოს PF4-ის წინააღმდეგ ანტისხეულების გამოთავისუფლება, რომლებიც აკავშირებენ თრომბოციტებს და მათ ააქტიურებენ. სწორედ ეს იწვევს მათ თავმოყრას ერთ ადგილზე, რის შედეგადაც თრომბი წარმოიქმნება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აცრის შემდეგ მსგავსი გვერდითი მოვლენა ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებში დაფიქსირდა.

როგორ შეიძლება თრომბოზის განვითარების პრობლემის შესაძლო გადაწყვეტა

ეს არ არის პირველი კვლევა, რომელიც ზოგიერთ ადამიანში, ვექტორული ვაქცინების მიღების შემდეგ, თრომბის წარმოქმნისას PF4-ის როლს შეისწავლიდა. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ აღმოაჩინა „შესაძლო კავშირი სისხლის უჩვეულო შედედების ძალიან იშვიათ შემთხვევებსა და სისხლში თრომბოციტების დაბალ რაოდენობას შორის“.

მაისში კი გერმანელმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს პრეპრინტი, რომელსაც რეცენზირება ჯერ კიდევ არ გაუვლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა PF4-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩინეს იმ ადამიანებში, რომლებმაც ვექტორული ვაქცინები გაიკეთეს. თუმცა მიმდინარე კვლევა, რომელიც კარდიფსა და არიზონაში ჩატარდა, უკვე რეცენზირებულია და ავტორები ამტკიცებენ, რომ მათ ახლა უკეთ იციან, რატომ ხედავენ პრობლემას PF4-ის ცილაში.

კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ ვექტორულ ვაქცინას- Vaxzevria, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ChAdOx1, აქვს ძლიერი უარყოფითი მუხტი, რომელსაც „შეუძლია მაგნიტის პრინციპით იმოქმედოს და მიიზიდოს საპირისპიროდ დამუხტული ისეთი ცილები, როგორიცაა- PF4“. ახლა, როდესაც მეცნიერებმა ეს უკვე იციან, მათ შეუძლიათ პრობლემის პოტენციურ გადაწყვეტაზე მუშაობა დაიწყონ.

პრესრელიზში მოყვანილია კვლევის წამყვანი ავტორის, ალექსანდრე ბეიკერის სიტყვები იმის შესახებ, რომ არსებობს „ვაქცინის კაფსიდის ანუ გარე გარსის დამუშავების შესაძლებლობა, რათა ეს ურთიერთქმედება თავიდან იქნეს აცილებული“. „ელექტრონეგატიურობის შესამცირებლად ChAdOx1-ის შეცვლამ შეიძლება თრომბოზის ალბათობა შეამციროს“, - აღნიშნავს მეცნიერი.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაქცინების გამოყენების შემდეგ აღმოაჩინეს მათთვის დამახასიათებელი იშვიათი ან აქამდე უცნობი რისკი. თუმცა ამავდროულად, ეს პრეპარატები იცავს ადამიანებს იმ დაავადებისგან, რომელთა წინააღმდეგაც იყო შემუშავებული. ეს მოხდა, მაგალითად, პოლიომიელიტის ერთ-ერთი ვაქცინის შემთხვევაშიც. მან ხელი შეუწყო ველური პოლიომიელიტის აღმოფხვრას, თუმცა ამავდროულად გამოიწვია ვაქცინური წარმომავლობის (cVDPV) ვირუსის სხვა ფორმა, რომელსაც მთელ მსოფლიოში დღემდე ებრძვიან. იმის საფუძველზე, რაც ახლა ცნობილია თრომბის იშვიათი რისკის შესახებ, უნდა ველოდოთ, რომ მეცნიერებს შეეძლებათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვექტორული ვაქცინები გააუმჯობესონ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişnakitbahistürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티lunabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmapusulabetjojobetbets10jojobetbetvolevenüsbetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom 9004Casibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetlimanbetjojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibommatbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotligobet güncel girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetjojobetHoliganbetbets10sekabet girişbetnanoExtrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobetmarsbahispaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetiptv satın alHoliganbetmagic mushroomscratosroyalbetcanlı maç izleroyalbet girişmatbetStreameastkiralık hackercasibomcasibomcasibom girişcasibomcasibommp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsatholiganbetsahabetligobetholiganbetpusulabetpusulabetcasibomholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibom girişлучшие казинолучшие казиноcasibom girişonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantmatbetpusulabetholiganbetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekjojobetholiganbet