COVID19
2979 ინფიცირებული და 53 გარდაცვლილი - 17 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, აჭარა - 229, იმერეთი - 493, ქვემო ქართლი - 135, შიდა ქართლი - 207, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი - 137, მცხეთა-მთიანეთი - 81, სამცხე-ჯავახეთი - 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 624 საიდანაც 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი.

ამ ეტაპზე 5 798 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 447 პირი. 31 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |