COVID19
საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 195 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 858 949.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 114 საიდანაც, 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 426 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 319 პირი.

30 264 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |