COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 71 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3 193 პირი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 269 პირი.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი, 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 19 701 ტესტი ჩატარდა.
| Print |